აკადემიური ნაშრომის გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ ჟურნალებში: პრინციპები და პრაქტიკული რჩევები

მიმდინარე წლის 23–დან 26 ივლისის ჩათვლით (ყოველდღე 09:00–დან 14:00–მდე), თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „აკადემიური ნაშრომის გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ ჟურნალებში: პრინციპები და პრაქტიკული რჩევები“ დოქტორანტთათვის.

საზაფხულო სკოლა ტარდება: თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პრაღის ბიზნეს სკოლისა და პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის ორგანიზებით.

სკოლას წარუძღვება პრაღის ბიზნეს სკოლის პროფესორი ვადიმ სტრიელკოვსკი.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტებს. მონაწილეობა უფასოა!

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამის ხანგძლივობაა 30 საათი (20 საათი საკონტაქტო, 10 საათი დამოუკიდებელი).

სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ელექტრონული სასწავლო მასალა.

სამუშაო ენა: ინგლისური

გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 18 ივლისის ჩათვლით ინგლისურ ენაზე გამოგზავნეთ დისერტაციის მოკლე ანოტაცია (200–250 სიტყვა) სადოქტორო პროგრამის, სემესტრისა და ხელმძღვანელის მითითებით და CV ელფოსტაზე: socpol.science@tsu.ge.

 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ., #8, თსუ, მე–6 კორპუსი, აუდიტ. 303