მიმდინარე წლის 23 ივნისიდან 2 ივლისამდე თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტარდება საერთაშორისო ბილინგვური (ინგლისურ-ქართული) საზაფხულო სკოლა დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევართათვის.

საზაფხულო სკოლის მიზანია გააუმჯობესოს დოქტორანტების და ახალგაზრდა მკვლევარების უნარ-ჩვევები რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების, მონაცემთა ანალიზის და სამეცნიერო ნაშრომის მომზადების მიმართულებით.

საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობაა 47 საათი.

საზაფხულო სკოლაში ჩართულია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მენტორები.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ელექტრონული სასწავლო მასალა.


მისამართი:

თსუ, VI კორპუსი, აუდიტორია #303

პროგრამა